Accessibility links

logo-print

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა გიულის განცხადებით,

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა გიულის განცხადებით,
მისი მთავარი მიზანი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კონსტიტუციაში სეკულარიზმის პრინციპების განმტკიცება იქნება. [გიულის ხმა] “სეკულარიზმის დაცვა ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იქნება. ეს ნურავის დააეჭვებს. ჩვენი კონსტიტუციის მთავარი პრინციპები ნათელია. მათ შორის არის სეკულარიზმი. ყველა ღონეს ვიხმარ მის დასაცავად”. ამ შინაარსის განცხადება გიულმა გააკეთა მას შემდეგ, რაც პარლამენტს წარუდგინა განაცხადი თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ. მაგრამ წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, სეკულარიზმის მომხრე “რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ” მაინც განაცხადა, რომ არ აპირებს დაესწროს პარლამენტის სხდომას, რომელზეც პრეხზიდენტს აირჩევენ და არ მიემხრობა გიულის კანდიდატურას. მაისში გიულის კანდიდატურის წამოყენებამ აღშფოთება გამოიწვია თურქეთის სეკულარიზმის მომხრეებში, რომელთა შეფასებითაც, გიული მეტისმეტად რელიგიურია სახელმწიფოს ლიდერის პოსტისთვის. თურქეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გაირკვეს.
XS
SM
MD
LG