Accessibility links

logo-print

მოსკოვი-პეტერბურგის სარკინიგზო ტრასაზე წუხელ მატარებლის


მოსკოვი-პეტერბურგის სარკინიგზო ტრასაზე წუხელ მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის დაკავშირებით,

მოსკოვი-პეტერბურგის სარკინიგზო ტრასაზე წუხელ მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის დაკავშირებით,
რაც, ოფიციალურ პირთა განცხადებით, ლიანდაგებზე მოწყობილ აფეთქებას მოჰყვა, ეძებენ ორ ეჭვმიტანილს. ისინი მგზავრებმა შეამჩნიეს აფეთქებამდე. იუწყებიან აგრეთვე, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით. აფეთქება ნოვგოროდის ოლქში ორშაბათს საღამოს მოხდა. სამგზავრო მატარებელ “ნევის ექსპრესის” ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ინციდენტი კავშირშია ძალადობასთან ჩრდილოეთ კავკასიაში.
XS
SM
MD
LG