Accessibility links

logo-print

დღეს ინდოეთი ინგლისიდან დამოუკიდებლობის მე-60


დღეს ინდოეთი ინგლისიდან დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავს აღნიშნავს.

დღეს ინდოეთი ინგლისიდან დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავს აღნიშნავს.
პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა საგანგებო მიმართვაში აღნიშნა, რომ ინდოეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღატაკე და ავადმყოფობა არის ქვეყნის მთავარი პრობლემები. "დღეს, როცა უკან ვიყურები, კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უთუოდ წინ მივდივართ და მივდივართ სწორი მიმართულებით. დიახ, ზოგჯერ ვორჭოფობდით, ზოგჯერ ვბორძიკობდით. გვაქვს წარმატებები და გვაქვს შეცდომებიც. მაგრამ ეჭვგარეშეა ჩვენი მისწრაფება, რომ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას მივაღწიოთ", თქვა სინგჰმა საზეიმო ცერემონიაზე. გუშინ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს პაკისტანში. 1947 წელს, როცა ინდოსტანში დასრულდა ბრიტანეთის კოლონიური მმართველობა, პაკისტანი იქცა სახელმწიფოდ ძირითადად მუსულმანეური მოსახლეობით, ინდოეთში ძირითადი რელიგია ინდუიზმია.
XS
SM
MD
LG