Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშვლები თიხის სახლების ნანგრევებში განაგრძობენ


მაშვლები თიხის სახლების ნანგრევებში განაგრძობენ გადარჩენილთა ძებნას ერაყის ჩრდილო-დასავლეთში,

მაშვლები თიხის სახლების ნანგრევებში განაგრძობენ გადარჩენილთა ძებნას ერაყის ჩრდილო-დასავლეთში,
სადაც აფეთქებათა სერიამ სულ ცოტა 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაახლოებით ამდენიმე დაიჭრა, როცა სულ ცოტა ხუთი აფეთქება მოხდა სირიის საზღვართან მდებარე რაიონში, სადაც იეზიდების რელიგიური სექტის წარმომადგენლები ცხოვრობენ. აფეთქებებისთვის არავის აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი ტერაქტი იყო. დღესვე ერაყში ახალი ტერაქტები მოხდა. ქალაქ ქირქუქში ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. დაიღუპა 5 და დაიჭრა 30 ადამიანი.

XS
SM
MD
LG