Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასის შეიარაღებულმა შენაერთმა ღაზის სექტორში


ჰამასის შეიარაღებულმა შენაერთმა ღაზის სექტორში მცირე ხნით დააკავა პალესტინის ავტონომიის იუსტიციის მინისტრი

ჰამასის შეიარაღებულმა შენაერთმა ღაზის სექტორში მცირე ხნით დააკავა პალესტინის ავტონომიის იუსტიციის მინისტრი
აჰმედ მუღანი. "ფათხის" პარტიის მხარდამჭერი მინისტრი ამ პოსტზე 1 წლის წინ დანიშნა პალესტინელების ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორი დაჯგუფება ჰამასმა აიღო, მუღანი იქ არ გამოჩენილა. ის მხოლოდ ორი დღის წინ ჩავიდა ღაზაში. თვითმხილველების ცნობით, მინისტრი და მისი პირადი მცველი, დაკავებისას სცემეს. გათავისუფლებული მინისტრის განცხადებით, ჰამასის დაჯგუფებამ მას რამდენიმე პირობა წამოუყენა. მათ შორის იყო პირობა, რომ მუღანმა პოსტზე უარი უნდა თქვას. თუმცა მან უკვე უარყო ჰამასის ყველა პირობა.
XS
SM
MD
LG