Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-6


დასრულდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-6 ყოველწლიური სამიტი, რომელიც ყირგიზეთის

დასრულდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-6 ყოველწლიური სამიტი, რომელიც ყირგიზეთის
დედაქალაქ ბიშკეკის გარეუბანში ჩატარდა. სამიტმა თავი მოუყარა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების – ჩინეთის, რუსეთის ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შესთავაზა "ენერგეტიკული კლუბის" შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კლუბის წევრებს შორის ენერგეტიკული რესურსების განაწილებას და მსოფლიო ბაზარზე გატანასაც: (პუტინის ხმა) “ორგანიზაციის ყველა წევრისთვის ძლიერი სტიმული გახდება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება. დარწმუნებული ვარ, ენერგეტიკის სფეროში დაწყებული დიალოგი ცალკეულ სახელწიფოთა ენერგეტიკული კონცეფციების შეპირისპირება, ენერგეტიკული კლუბის შექმნა, მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტების დადგენის საშუალებას მოგვცემს.” შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და ტერორიზმთან, ნარკო- და იარაღის არალეგალურ ბიზნესთან ბრძოლის პრობლემები. სამიტს ესწრებოდა ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სწორედ ავღანეთი დაასახელეს აზიის უსაფრთხოების არაერთი პრობლემის სათავედ. გადაწყდა, რომ, ავღანეთში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციის ეგიდით უსაფრთხოების საგანგებო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
XS
SM
MD
LG