Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ხელისუფლება თვითმფრინავის გამტაცებლების დაკითხვას


თურქეთის ხელისუფლება თვითმფრინავის გამტაცებლების დაკითხვას განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციით,

თურქეთის ხელისუფლება თვითმფრინავის გამტაცებლების დაკითხვას განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციით,
გამტაცებლებიდან ერთი - თურქია, ხოლო მეორეს სირიის პასპორტი აქვს. თურქეთის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლები ხელისუფლებას ჩაბარდნენ. ავიალაინერი, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა, ორმა მამაკაცმა 18 აგვისტოს, დილით გაიტაცა. ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, გამტაცებლებმა თავი ალ-ყაიდის წარმომადგენლებად დაასახელეს და ირანში ან სირიაში მოითხოვეს გაფრენა. როგორც ადგილობრივი მასმედია იუწყება, არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. 142 მგზავრიდან უმეტესობამ თვითმფრინავის დატოვება მოახერხა ანტალიაში, სადაც ლაინერმა შუალედური, აუცილებელი დაფრენა განახორციელა. 4-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გამტაცებლები ხელისუფლებამ ჩაბარებაზე დაიყოლია.
XS
SM
MD
LG