Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში, 18 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში


ყაზახეთში, 18 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში,

ყაზახეთში, 18 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში,
წინასწარი მონაცემებით, ხმების რაოდენობის 88 პროცენტით გაიმარჯვა “ნურ ოტანმა4, “სამშობლოს შუქმა”, მმართველმა პარტიამ. ამ შედეგით ოპოზიციურ პარტიებს ადგილები არ შეხვდებათ, მათ ვერ გადალახეს 7 პროცენტიანი ზღუდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 65-მა პროცენტმა. არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყურეთა დასკვნით, არჩევნები ყაზახეთში წინსვლას წარმოადგენს წინა არჩევნებთან შედარებით, მაგრამ კვლავ არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” მეთვალყურეებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც თავისუფალი და გამჭვირვალე. ოპოზიციური პარტიის “აკ ჟოლის” ლიდერმა ბურიხან ნურმუხამედოვმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მისი პარტია არ ეთახმება შედეგს და არ აღიარებს მას. სხვა ოპოზიციური, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანახმად, ეს არჩევნები ერთპარტიულ სისტემის დაბრუნებას ნიშნავს.

XS
SM
MD
LG