Accessibility links

logo-print

კალათბურთში საქართველოს ნაკრების ბოლო შანსი


გიორგი ჭანიშვილი, თბილისი 21 აგვისტოდან საქართველოს ნაკრები კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ჩაებმება. ქართველ კალათბურთელებს შესარჩევ ეტაპზე 4 მატჩი ელით, კულმინაცია კი 2 სექტემბერს ფინეთთან გადამწყვეტი თამაში იქნება.

ფინელებთან დაპირისპირებას, ისევე როგორც ავსტრიასთან 25 აგვისტოს მატჩს განახლებული და გარემონტებული “სპორტის სასახლე” უმასპინძლებს, სადაც სარემონტო სამუშაოები ახლაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. “სპორტის სასახლის” განახლება კალათბურთელებისთვის დიდი სტიმულია, თუმცა მთავარი მაინც სათამაშო ხარისხი და შედეგი იქნება, საქართველოს ნაკრები ხომ უკვე რამდენიმე წელია “ა” დივიზიონში გადასავლისათვის იბრძვის და წელს მიზანთან ძალიან ახლოს დგას. იმაზე თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისათვის, ჩვენი სპორტული მიმომხილველი გიორგი ჭანიშვილი მოგითხრობთ.
იხ. აუდიოვერსია
XS
SM
MD
LG