Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს


ირანში გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს ჰალე ესფანდიარი, რომელსაც

ირანში გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს ჰალე ესფანდიარი, რომელსაც
ორმაგი–ამერიკისა და ირანის მოქალაქეობა აქვს. ამის შესახებ ცნობილმა ირანელმა ადვოკატმა ქალმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა შირინ ებადმა განაცხადა. “ჰალე ესფანდიარი გირაოთი გაათავისუფლეს. მე გულწრფელად მიხარია, რომ ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა დაეცვა კანონი და გაეთავისუფლებინა იგი. 68 წლის ქალი – თანაც არცთუ ძლიერი – ხომ ყოველგავრი გონივრული საფუძვლის გარეშე, სამთვენახევრის განმავლობაში ჰყავდათ ციხეში, ცალკე საკანში”. ესფანდიარი შეერთებულ შტატებში, ვუდრო ვილსონის საერთაშორისო გამოკვლევათა ცენტრში ახლო-აღმოსავლეთის განყოფილებას ხელმძღვანელობს. იგი თეირანში ჯაშუშობისა და ანტისახელმწიფო შეთქმულების ბრალდებით მაისის დასაწყისში დააკავეს და მას შემდეგ საპატიმროში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG