Accessibility links

რუსეთის სამხედროები უარყოფენ საქართველოს ბრალდებას


რუსეთის სამხედროები უარყოფენ საქართველოს ბრალდებას მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.

რუსეთის სამხედროები უარყოფენ საქართველოს ბრალდებას მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.
როგორც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდლის თანაშემწემ, ალექსანდრ დრობიშევსკიმ განაცხადა, 21 აგვისტოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები არ ასრულებდნენ ფრენას საქართველოს საზღვართან და ამ ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამშაბათს საღამოს რუსეთის თვითმფრინავი ორჯერ შეიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში, რაც დაფიქსირებულია რადარების მიერ. მანამდე ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

XS
SM
MD
LG