Accessibility links

ერაყელი სუნიტების ლიდერი, რომელიც მომხრეებს


ერაყელი სუნიტების ლიდერი, რომელიც მომხრეებს ალ-ყაიდასთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა,

ერაყელი სუნიტების ლიდერი, რომელიც მომხრეებს ალ-ყაიდასთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა,
ერთ-ერთია იმ 17 ადამიანიდან, რომლებიც დღეს ისლამისტი ექსტრემისტების შეტევის შედეგად დაიღუპნენ. სავარაუდოდ სწორედ ალ-ყაიდის მებრძოლები დაესხნენ თავს ორ სოფელს: ერთს – სუნიტებისას, ხოლო მეორეს – შიიტებისას. მათ დაბომბეს შეიხ იუნის ალ-შიმარის სახლი და მოკლეს ის, ერთ ნათესავთან ერთად. ვრცელდება ცნობა ალ-ყაიდის 10 მებრძოლის მკვლელობის შესახებაც. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, სულ ცოტა 50 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში მომხდარი ტერაქტებისა და თავდასხმების შედეგად. ამერიკის სარდლობამ გაავრცელა ცნობა კიდევ 4 ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG