Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი აცხადებს, რომ ის ქვეყანაში შეძლებისდაგვარად მალე დაბრუნდება

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი აცხადებს, რომ ის ქვეყანაში შეძლებისდაგვარად მალე დაბრუნდება
და "ტირანი" პრეზიდენტის, პერვეზ მუშარაფის კაბინეტიდან გამოძევებაზე იზრუნებს. შარიფის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები შეცდა, როცა მხარი მუშარაფს დაუჭირა. დღეს, ოდნავ უფრო ადრე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს, 7-წლიანი დევნილობის შემდეგ, შინ დაბრუნება შეუძლია. შარიფმა პაკისტანი 1999 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ქვეყანის ამჟამინდელი პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის ხელმძღვანელობით. სასამართლოს თავმჯდომარის, იფტიხარ მოჰამედ ჩაუდრის თქმით, ნავაზ შარიფს და მისი ოჯახის წევრებს კანონიერი უფლება აქვთ დაუბრუნდნენ პაკისტანს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები.
XS
SM
MD
LG