Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა ,,კოკოითი ფანდარასტმა” რიგით მეექვსე


მოძრაობა ,,კოკოითი ფანდარასტმა” რიგით მეექვსე ოფისი თელავში გახსნა.

მოძრაობა ,,კოკოითი ფანდარასტმა” რიგით მეექვსე ოფისი თელავში გახსნა.
მოძრაობის აქტივისტები და რეგიონში მცხოვრები ოსი მოსახლეობა ქალაქის ცენტრში, ერეკლე II-ს ძეგლთან შეიკრიბენ. ,,საჭირო არ არის კონფლიქტის გაღვივება, დროა კოკოითი დაემშვიდობოს ოსებს”, - განაცხადა ორგანიზაცია ,,სამხრეთ ოსეთის ხალხი – მშვიდობისთვის” სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა. მისივე თქმით, ქართველებსა და ოსებს შორის ისტირიულად არსებობდა მეგობრული დამოკიდებულება და ეს ურთიერთობები უნდა აღსდგეს. ,,კოკოითი ფანდარასტის!” ოფისები უკვე გაიხსნა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თამარაშენსა და ბორჯიმში. აღნიშნული აქციის მიზანია ცხინვალის დეფაქტო ლიდერის ედუარდ კოკოითის სეპარატისტული რეჟიმისგან სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG