Accessibility links

logo-print

საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერლთა რიცხვმა


საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერლთა რიცხვმა 50-ს მიაღწია, მაგრამ შიშობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერლთა რიცხვმა 50-ს მიაღწია, მაგრამ შიშობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
ზუსტდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი. ასობით ადამიანმა მიიღო დამწვრობა და ტრავმები. ასობით არის გარე სამყაროს მოწყვეტილი ხანძრის კედლით. ქვეყანაში რეგისტრირებულია ხანძრის 170-ზე მეტი კერა. რიგ პროვინციებში საგანგებო ვითარება შემოიღეს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. საბერძნეთში გამანადგურებელი ხანძრები უკვე ორ თვეზე მეტხანს გრძელდება. ხელისუფლებას არ ძალუძს თავად გაუმკლავდეს სტიქიურ უბედურებას. ევროკავშირი საბერძნეთში სახანძრო ავიაციას და საგანგებო ქვედანაყოფებს აგზავნის ქალაქებში ხანძრების ჩასაქრობად. საფრანგეთი ორ თვითმფრინავს აგზავნის, ნორვეგია და იტალია - თითოს. გერმანია კი ორ ვერტმფრენს - იტყობინება ევროკომისიის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG