Accessibility links

logo-print

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ,

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ,
რომ თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანით თავდასხმა განახორციელა ბადრაგზე, რომელიც უცხოელებს ახლდა თან ავღანეთის დედაქალაქთან. ორი უცხოელი და ოთხი ავღანელი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ზემარაი ბაშარის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენად არინ ისინი დაშავებული. დღესვე ქაბულს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. რაკეტა აფეთქდდა ქალაქის საავადმყოფოსთან. მსხვერპლი არ არის. ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ყანდაარში, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანეთის რვა პოლიციელი.

XS
SM
MD
LG