Accessibility links

logo-print

საბერძნეთმა დღეს მასშტაბური ფულადი ჯილდო


საბერძნეთმა დღეს მასშტაბური ფულადი ჯილდო დააწესა იმ პირების დასაკავებლად

საბერძნეთმა დღეს მასშტაბური ფულადი ჯილდო დააწესა იმ პირების დასაკავებლად
საჭირო ინფორმაციისთვის, რომელებმაც ქვეყანაში ტყეებს განზრახ გაუჩინეს ცეცხლი. ინფორმაციის ხასიათის მიხედვით, დაწესებული ჯილდოს ოდენობა 100 ათასიდან 1 მილიონ ევრომდე მერყეობს. ბოლო სამი დღის მანძილზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა საბერძნეთში 56-ს მიაღწია. დაიწვა 500 სახლი და განადგურდა ათობით ათასი ჰექტარი ტყის მასივი. საბერძნეთში დასახმარებლად უკვე ჩავიდნენ მეხანძრეები კვიპროსიდან და საფრანგეთიდან. ქვეყანაში ხანძარსაწინააღმდგეგო თვითმფრინავები გაგზავნა საფრანგეთმა და იტალიამ. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა 12-მა ქვეყანამ. ხანძართან საბრძოლველ საჰაერო ტექნიკას - თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს - საბერძნეთში ორშაბათს ელოდებიან სერბიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და სხვა არაერთი ქვეყნიდან. საბერძნეთში ითვლიან ხანძრის 190 კერას. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანი შეგნებულად არის გაჩენილი.
XS
SM
MD
LG