Accessibility links

logo-print

რა სარგებლობას მისცემს საქართველოს ნატოსთან საჰაერო მონაცემთა გაცვლა?


წითელუბნის 6 აგვისტოს ინცინდენტზე საერთაშორისო

ორგანიზაციებს საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. მათ შორის არც ნატოს, რომელთანაც საქართველო “ნტენსიური დიალოგის” ფორმატში თანამშრომლობს. თუმცა, გასულ კვირაში ცნობილი გახდა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების ინიციატივა, დაჩქარდეს ალიანისის საჰაერო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემაში საქართველოს ჩართვა, რაზეც აქამდე ჩრდილოეთ-ატლანტიკური კავშირი უარს აცხადებდა. მაგრამ რას ნიშნავს ამ სისტემასთან მიერთება საქართველოს უსაფრთხოებისათვის? სჭირდება თუ არა მას საქართველოში ახალი ძვირადღირებული რადარის მშენებლობა და რატომ ვერ იყენებდა საქართველო მეზეობელი თურქეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნების შესაძლებლობას ასეთი ინცინდენტების დროს?

ინფორმაცია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოს ერთიან საჰაერო მონაცემთა ბაზაში ჩართვის საკითხზე იმსჯელეს, 22 აგვისტოს დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. ცოტა მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია რადიო “თავისუფლებას” ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივის მოადგილემ კარმენ რომერომაც დაადასტურა.


[კარმენ რომერო] “ეს საკითხი განიხილებოდა სხვა საკითხის კონტექსტში. გუშინ ჩრდილოეთატლანტიკური საბჭოს ელჩები განიხილვადნენ რუსეთისა საქართველოს სარაკეტო ინცინდენტს. და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში შეძლებენ ტექნიკური საკითხების შეთანხმებას საქართველოს ჩართვისათვის სისტემაში, რასაც ჩვენ საჰაერო კონტროლის მონაცემთა ურთიერგაცვლის სისტემას ვუწოდებთ. თავად შეთანხმება ამ საკითხზე 2003 წლიდან არსებობს. ამ მხრივ ახალი არაფერია, მაგრამ ნატოს ელჩებმა თქვეს, რომ რაკი ტექნიკური საკითხებზე ვმუშაობთ., მოდით, ვცადოთ წინ წავწიოთ, რათა მოხდეს შეთანხმების განხორციელება.”


მაგრამ რატომ ვერ მოხერხდა ტექნიკურად საქართველოს მიერთება საჰაერო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემაში თითქმის 4 წლის განმავლობაში, თუკი პირველადი პოლიტიკური შეთანხმება უკვე 2003 წელს არსებობდა.? პასუხი მარტივია: საქართველოს ნატოს საჰაერო კონტროლის მონაცემთა ურთიერთაგცავლის სისტემაში რომ გაერთიანდეს, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს საჰაერო კონტროლის სისტემა თავსებადი იყოს ნატოსთან, -Uუთხრა რადიო “თავისუფლებას” საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.

[დავით თევზაძის ხმა] “ტექნიკური სირთულე იყო ის, რომ ჩვენ რაც გვქონდა, ის არ იყო თავსებადი იმათთან. ლაპარაკია არა მხოლოდ რადარებზე, არამედ იმ საშუალებებზეც, რომლებიც ამ მონაცემებს გადასცემს. საჭირო იყო გადაიარაღება მაგ სისტემის მთლიანად. და ამერიკელებმა რომ დაგვითვალეს თავის დროზე, 40 მილიონ დოლარს მისწვდა.”

როგორც დავით თევზაძე იხსენებს, იმ წლებში როდესაც საქართველოს საჰაერო კონტროლის შესაბამისი სარადარო სისტემა არ ჰქონდა, თურმე მაშინაც კი შეიძლებოდა კრიტიკულ სიტუაციებში, საჰაერო მონაცემთა მიღება მეზობლებისაგან, უკვე არსებული შეტანხმების ფარგლებში. თუმცა, მაშინ ამ მოთხოვნის შესრულებას არ ტექნიკური, რამედ პოლიტიკური ხასიათის დაბრკოლება ეღობებოდა.

[დავით თევზაძის ხმა] “ასეთი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია თურქეთს და მეტსაც გეტყვით – აზერბაიჯანსაც შეუძლია. კი, ჩვენ მივმართავდით [მოწოდებისათვის], მაგრამ ზოგჯერ ჰქონდა უკუშედეგი და ზოგჯერ- არ ჰქონდა. ეს პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზეა დამოკიდებული, ხშირად.”[სტილი დაცულია]

მაგრამ რას იძლევა უსაფრთხოების თავალსაზრისით ასეთი ინფორმაციის ურთიერთაგცვლა, თუკი, ვთქვათ,
რუსეთის ან რომელიმე ქვეყნის ავიაცია დაუკითხავად შემოიჭრება ქვეყნის ფარგლებში? ამ შეკითხვით მე საქართველოს თავადაცვის მინისტრის მოადგილეს ბათუ ქუთელიას მივმართე.

[ბათუ ქუთელიას ხმა] “ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს არაფერს არ მოიტანს. მაგრამ მოიტანს იმას, რომ ნატოს 26 წევრ ქვეყანას და მაპ-ის(გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მქონე სამ ქვეყანას ექნება ის სურათი, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ. ანუ ბუნებრივი, ობიექტური კონტროლის შესაძლებლობა საქართველოს საჰაერო სივრცის, და არანაირი დამატებითი გამოძიებები და ექსპერტთა ჯგუფები აღარ იქნება საჭირო, რათა დადასტურდეს საქართველოს სუვერენული სივრცის დარღვევა.”

მაგრამ საინტერესოა, თუ როგორია ვითარება სინამდვილეში. კერძოდ, არის თუ არა საქართველოდ საჰაერო სისტემა თავსებადი იმისათვის, რათა პარალელურ რეჟიმში იმუშაოს ნატოს საჰაერო კონტროლის ცენტრთან? თუ საჭიროა საქართველოში ახალი რადარის აშენება, როგორც ამას გასულ კვირაში რუსული მედია წერდა? საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ყველა დავალება შერულებულია, რის საფუძველზეც საქართველოს ჩართვას ნატოს მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემაში, შესაძლოა, ვადაზე ადრეც მოხდეს.

[ბათუ ქუთელიას ხმა] “გეგმის მიხედვით ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს უნდა მომხდარიყო სადღაც გვიან შემოდგომისთვის, თუმცა, განვიტარებული მოვლენების ფონზე ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააჩქაროს ეს პროცესი. “

თუმცა, ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივნის მოადგილემ კარმენ რომერომ ჩვენტან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო კონტროლის მონაცემთა ბაზის უერთიერთაგცვლის სისტემაში საქართველოს ჩართვის ვადების შესახებ დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილია. კარმენ რომეროს თქმით, ნატოს, რომელიც საქმის კურსშია 6 აგვისტოს საჰაერო ინცინდენტის შესახებ, ჯერ ასევე არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია ამ დაბომბვის თაობაზე.

[კარმენ რომეროს ხმა] “ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეუთოს მუშაობას, ჩვენ ასევე საქმის კურსში ვართ იმ გამოძიების თაობაზე, რომელიც საქართველოში ჩატარდა დამოუკიდებლ ექსპერთა ორი ჯგუფის მიერ. მაგრამ ჯერ ჩვენ არ გამოგვიხატავს არანაირი პოზიცია, რადგან ნატო არ მონაწილეობს გამოძიებაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა საგამოძიებო დოკუმენტი უნდა წარუდგინოს ეუთოს. როდესაც ცნობილი გახდება ეუთოს მოსაზრება, შემდეგ ჩვენც გამოვხატავთ პოზიცია. მანამდე კი ჩვენ მხოლოდ თვალყურს ვადევნებთ, თუ რა ხდება 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით.”

სანამ ნატო ელოდება ეუთოს დასკვნას, ხოლო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია კი ცდილობს გაერკვეს დასავლეთის ქვეყნებისა და რუსი ექსპერტების ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებში, - საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაციის თარეშის ობიექტად რჩება. ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს აღარ აპირებს მარტო სარადარო მონაცემებით ელაპარაკოს საჰაერო სივრცის დამღრვევ ქვეყანას. 20-23 აგვისტოს, სამხედრო ვერტმფერენებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთის მიმართულებიდან კოდორის ხეობაში შემოფრინდნენ, ზემო აფხაზეთის დამცველმა შინაგან საქმეტა სამინისტროს რაზმმა, ტყვიამფრქვევებიდან გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. შემდეგი დარღვევის შემთხვევაში კი ჯერი, შეიძლება, გამანადგურებელ ცეცხლზეც მიდგეს.
XS
SM
MD
LG