Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან შეხვედრაზე

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან შეხვედრაზე
მან ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემა წამოჭრა. ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ჟიბაოსთან და პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვინაიდან ჩინეთი მომდევნო წელს ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, მსოფლიო კიდევ უფრო დიდი ყურადღებით დააკვირდება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. გერმანიის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში 28 აგვისტომდე გასტანს, საიდანაც ანგელა მერკელი იაპონიაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG