Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალური პროკურორის თქმით, ჟურნალისტ


რუსეთის გენერალური პროკურორის თქმით, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას საქმეზე დაკავებულ ეჭვმიტანილთა

რუსეთის გენერალური პროკურორის თქმით, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას საქმეზე დაკავებულ ეჭვმიტანილთა
შორის არიან რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე იური ჩაიკამ განაცხადა, რომ დამნაშავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ჩეჩნური წარმოშობის პირი და რომ მათ კავშირი აქვთ ჟურნალისტ პოლ ხლებნიკოვის სამი წლისწაინანდელ მკვლელობასთან. რუსეთში 10 ადამიანი დააკვეს, “ნოვაია გაზეტას” მიმოხილველის ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე. ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს.
XS
SM
MD
LG