Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიისა და კოსოვოს წარმომადგენლებმა შეთანხმებას


სერბიისა და კოსოვოს წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს კოსოვოს

სერბიისა და კოსოვოს წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს კოსოვოს
სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით. დღეს ვენა მასპინძლობდა სამმხრივ მოლაპარაკებებს სერბიის ხელისუფლებას, კოსოვოს ალბანელ ლიდერებსა და საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის. ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დიპლომატები, კოსოვოს სამომავლო სტატუსზე სასაუბროდ შეხვდნენ როგორც ეთნიკურ ალბანელებს, ასევე - სერბიის დელეგაციას. გავრცელებული ცნობით, ორი მხარის პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. ალბანელები კვლავაც მოითხოვენ კოსოვოს უპირობო დამოუკიდებლობას; ხოლო სერბია ამგვარ პერსპექტივას სასტიკად ეწინააღმდეგება და კოსოვოს ფართო ავტონომიას სთავაზობს.

XS
SM
MD
LG