Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მუჰამად ელ-ბარადეი იმედოვნებს, რომ

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მუჰამად ელ-ბარადეი იმედოვნებს, რომ
ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით შესაძლებელია პროგრესის მიღწევა. გერმანული გამოცემა "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელ-ბარადეიმ აღნიშნა, რომ სააგენტოსა და თეირანს შორის ბოლოს მიღწეული შეთანხმება, რაც ირანის ბირთვული საქმიანობის დაგეგმვას გულისხმობს, კრიზისის აღმოფხვრისთვის "შესანიშნავ შანსს" იძლევა. თუმცა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა, ეს "ბოლო შანსი" იყოს თეირანისთვის, რადგანაც მას კეთილგონიერების გამოსავლენად დრო ნოემბერ-დეკემბრამდე აქვს მიცემული.
XS
SM
MD
LG