Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანში 3 წლის წინ მომხდარი


ბესლანში 3 წლის წინ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბესლანში 3 წლის წინ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
დღეს გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, სულ ცოტა, 3 ათასმა ადამიანმა. მათ სკოლის შენობასთან, რომელშიც 3 წლის წინ ტრაგედია დატრიალდა, მიიტანეს ყვავილები და დაანთეს სანთლები. მიტინგები გაიმართა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც. 2004 წლის 1 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, ჩეჩენ მეამბოხეთა ჯგუფი ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში, სკოლის შენობაში შეიჭრა და მძევლად აიყვანა დაახლოებით 1200 ადამიანი. შენობა მე-3 დღეს შტურმით აიღო რუსეთის უშიშროების ძალების სპეცდანიშნულების რაზმმა. გათავისუფლების ოპერაციის მსვლელობისას, 3 დღის მანძილზე, დაიღუპა 330 ადამიანი, მათ შორის 186 – ბავშვი. დაღუპულთა ნათესავები მიიჩნევენ, რომ სამაშველო ოპერაცია ცუდად ჩატარდა, ხოლო გამოძიების პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი.
XS
SM
MD
LG