Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში საავტომობილო ხიდი


პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. დაიღუპა, სულ ცოტა, 6 ადამიანი,

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. დაიღუპა, სულ ცოტა, 6 ადამიანი,
ხოლო რამდენიმე ათეული – დაშავდა. მაშველების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. თვითმხილველთა თქმით, ხიდის ნაწილი სწორედ მაშინ ჩაინგრა, როდესაც მასზე გადაადგილდებოდა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი, მიკროავტობუსი და ორი სატვირთო მანქანა. საავტომობილო ხიდი ახლახან შევიდა ექსპლუატაციაში. მის საზეიმო გახსნაში თავად პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG