Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ ჰილმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ ჰილმა
განაცხადა ჟენევაში, დღეს, სადაც გაიმართა ორდღიანი მოლაპარაკება აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის პხენიანის სამხედრო ბირთვული პროგრამის შეჩერების გარშემო, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთი კორეა თავისი სამხედრო ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ჰილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ექვსმხრივი მოლაპარაკებისთვის მზადების საკითხი, ასევე ვაშინგტონსა და პხენიანს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების თემა.
(ჰილის ხმა)
“ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეასთან. ამიტომ, რაც უფრო მალე მივაღწევთ ბირთვულ განიარაღებას, მით უფრო მალე მივალთ ორთიერთობათა ნორმალიზებამდე”.
XS
SM
MD
LG