Accessibility links

logo-print

ირანში, როგორც ამ ქვეყნის ოფიციალური


ირანში, როგორც ამ ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო

ირანში, როგორც ამ ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო
“ირნა” იუწყება, დაიწყეს ებრაული უმცირესობისთვის ახალი კულტურისა და სპორტის ცენტრის მშენებლობა. პროექტი, რომელიც 3 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება, სამ წელიწადში განხორციელდება. ირანის მშენებლობისა და ქალაქის განვითარების მინისტრმა საიდი-კიამ განაცხადა, რომ ირანის რელიგიურ უმცირესობებს თავისუფლება კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ადრე განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონობით ებრაელის ხოცვა-ჟლეტა - “ჰოლოკოსტი” - “მითია”. ისვე თვლის, რომ ისრაელი რუკიდან უნდა წაიშალოს.
XS
SM
MD
LG