Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოულოდნელ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოულოდნელ ვიზიტად .

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოულოდნელ ვიზიტად .
ერაყს ესტუმრა აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან მოსალაპარაკებლად. ეს ვიზიტი ერთი- ორი დღით უსწრებს ერაყში აშშ-ის ელჩის რაიან კროკერის და ერაყში აშშ-ის მაღალი სამხედრო მეთაურის დევიდ პეტრიუსის ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიში შეეხება ერაყში აშშ-ის ჯარის რიცხვის ზრდის შედეგებს. ბუშის აზრით, უშიშროების ახლანდელი დონის შენარჩუნება ერაყში ნაკლები ჯარითაც შეიძლება. მან ერაყში დღეს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები და დიპლომატები წინსვლას ხედავენ, რაც მათი აზრით, ნებას მოგვცემს იქ, აშშ-ის სამხედრო ყოფნა შემცირდესო. ბუშმა, სხვათა შორის, შემდეგი განუცხადა აშშ-ის სამხედროებს "ალ ასადის" სამხედრო ბაზაზე: (ბუშის ხმა) “გადაწყვეტილება ერაყში ჯარების რაოდენობის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს თქვენი სამხედრო მეთაურების მშვიდ განსჯას აქაური ვითარების თანახმად, და არა ვაშინგტონელი პოლიტიკოსების ნერვიულ რეაქციას, მიმართულს, მედიის გზით ხმების მოპოვებისკენ. სხვა სიტყვებით, როცა ჩვენ ჯარის გაყვანას დავიწყებთ, ვიმოქმედებთ სიძლიერის და წარმატების და არა, შიშის და მარცხის პოზიციიდან”.

XS
SM
MD
LG