Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა სასიკვდილო


ერაყის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა სასიკვდილო განაჩენი,

ერაყის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა სასიკვდილო განაჩენი,
რომელიც ადრე გამოუტანეს "ქიმიური ალის" სახელით ცნობილ სადამ ჰუსეინის ბიძაშვილს. ერაყის უზენაესმა სასამართლომ აგრეთვე მხარი დაუჭირა ჰუსეინის კიდევ ორი დაახლოებული პირის, სულთან ჰაშიმ ალ-ტაისა და ჰუსეინ რაშიდ ალ-თიქრითის სიკვდილით დასჯას. ერაყის კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი 30 დღის ვადაში უნდა აღსრულდეს. სამივეს ივნისში მიესაჯა სიკვდილი გენოციდის, სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის 1988 წელს ქურთების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო კამპანიაში, რომლის დროსაც 180 ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG