Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერთმანეთს შეხვდნენ სიდნეიში,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერთმანეთს შეხვდნენ სიდნეიში,
ავსტრალიაში, სადაც ისინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობენ. პრეზიდენტების შეხვედრის თემა იყო შუა ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმა. პუტინმა განაცხადა, რომ ორივე მხარის ექსპერტები უკიდევ ერთხელ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ აზერბაიჯანში მოქმედი იმ რადარის თემა, რომელსაც რუსეთი მოიხმარს.
დღესვე რუსეთმა და ავტრალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთს ნებას აძლევს შეიძინოს ავსტრალიისგან საექსპორტო ურანი რუსეთის სამოქალაქო ბირთვული რეაქტორებისთვის. ვლადიმირ პუტინმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰაუარდმა გარიგებას ხელი ასევე სიდნეიში მოაწერეს.
XS
SM
MD
LG