Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით, ოსამა ბინ ლადენის ვიდეოჩანაწერის გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით, ოსამა ბინ ლადენის ვიდეოჩანაწერის გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა,
რომ მსოფლიო კვლავაც დგას ტერორისტული საფრთხის წინაშე. პრეზიდენტმა თქვა, რომ ტერორისტები უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური მიზნებისთვის ხოცავენ. "ჩვენ ვალდებული ვართ ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ხალხი ექსტრემისტებისგან," – აღნიშნა ჯორჯ ბუშმა და დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზით ამერიკის შეერთებულ შტატებს სიმტკიცე და უკომპრომისობა ჰმართებს ერაყში. ასეთი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ავსტრალიაში ყოფნისას გააკეთა. ალ-ყაიდის ლიდერის ვიდეოჩანაწერის გავრცელება 11 სექტემბრის ტერაქტების მე-6 წლისთავს უკავშირდება. ბინ ლადენი მოუწოდებს ამერიკელებს - შეწყვიტონ ბრძოლა ერაყში. თუმცა, გავრცელებული ცნობით, ვიდეოჩანაწერი არ შეიცავს მუქარას. ოსამა ბინ ლადენი არაფერს ამბობს ახალ ტერორისტულ გეგმებზე.
XS
SM
MD
LG