Accessibility links

საოპერო ხელოვნების უდიდესი ვარსკვლავი, სახელგანთქმული


საოპერო ხელოვნების უდიდესი ვარსკვლავი, სახელგანთქმული ტენორი ლუჩანო პავაროტი დღეს დაკრძალეს.

საოპერო ხელოვნების უდიდესი ვარსკვლავი, სახელგანთქმული ტენორი ლუჩანო პავაროტი დღეს დაკრძალეს.
მოდენის საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა ბერტონემ. მომღერლის მშობლიური ქალაქის, მოდენის ქუჩებში თავი მოიყარა მისი ხელოვნების ათობით ათასმა თაყვანისმცემელმა. მოდენაში საგანგებოდ ჩავიდნენ იტალიის პრემიერ-მინისტრი, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები, საოპერო- თუ როკვარსკვლავები. 71 წლის ლუჩანო პავაროტი 6 სექტემბერს, გათენების 5 საათზე გარდაიცვალა. მიზეზად პანკრიასის კიბო სახელდება.
XS
SM
MD
LG