Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ისევ


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ისევ გამოთქვა სურვილი, მოლაპარაკება აწარმოოს თალიბანთან

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ისევ გამოთქვა სურვილი, მოლაპარაკება აწარმოოს თალიბანთან
და სხვა ექსტრემისტებთან. ამ სურვილზე კარზაიმ დღეს ისაუბრა პრეს-კონფერენციაზე ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შეეწყვიტა გამოსვლა, მიძღვნილი აჰმად შაჰ მასუდის მოკვლის მე-6 წლისთავისადმი. აჰმად შაჰ მასუდი იყო თალიბანის მოწინააღმდეგე, ავტორიტეტიანი სამხედრო ლიდერი ავღანეთში. დღეს, კარზაის მიერ თალიბებისთვის მოლაპარაკების განმეორებით შეთავაზებამდე, ჩვენი რადიოს ავღანური სამსახური იუწყებოდა, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებმა შეაჩერეს ჯგუფი, რომელმაც სცადა ქაბულის სპორტულ სტადიონზე შეჭრა. იქ კარზაი მიმართავდა 15 000-მდე ადამიანს, შეკრებილს აჰმად შაჰ მასუდის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, კარზაიმ გამოსვლა შეწყვიტა, ის სტადიონიდან წაიყვანეს.
XS
SM
MD
LG