Accessibility links

logo-print

შვიდწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში ხანმოკლე


შვიდწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში ხანმოკლე

შვიდწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში ხანმოკლე
დაბრუნების მერე, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი დააკავეს კორუპციაში ბრალდებით და პაკისტანიდან გააძევეს. ის კვლავ დაბრუნდა საუდის არაბეთში.შარიფი, რომლის არჩეული მთავრობა ახლანდელი პრეზიდენტის, პერვეზ მუშარაფის მიერ 1999 წელს სამხედრო პუტჩის გზით იქნა დამხობილი, წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მუშარაფის წინააღმდეგ კენჭისყრას. ევროპის კომისიის წარმომადგენელმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შარიფისთვის პაკისტანში შესვლის ნება უნდა მიეცათ, რადგან ამაზე უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გასულ თვეში.
XS
SM
MD
LG