Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის


თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ხუთშაბათს გამოვა მოხსენებით

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ხუთშაბათს გამოვა მოხსენებით
ერაყში სტრატეგიის შესახებ. ეს გამოსვლა მოჰყვება ერაყში ამერიკის ჯარების სარდლის, გენერალ დევიდ პეტრეუსის ანგარიშს კონგრესის წინაშე. გენერალმა გამოთქვა შეფასება, რომ მართებულად მიაჩნია მომავალი წლის ზაფხულისთვის ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის 30 000-ით შემცირება. შედეგად, ჯარისკაცების რიცხვი გახდებოდა იმდენივე, რამდენიც იყო ბუშის განკარგულებამდე მათი რიცხვის გაზრდის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ჯორჯ ბუში ხვალინდელ გამოსვლაში მხარს დაუჭერს გენერალ პეტრეუსის ამ წინადადებას.
XS
SM
MD
LG