Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ზუბკოვის კანდიდატურა


რუსეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ზუბკოვის კანდიდატურა წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ზუბკოვის კანდიდატურა წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზუბკოვი, რომელსაც შაბათს 66 წელი შეუსრულდება, აქამდე საფინანსო მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. როგორც სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვმა ჟურნალისტებს უთხრა, ის მოელის, რომ სათათბირო სულ მალე, პარასკევის სხდომაზე, მხარს დაუჭერს პუტინის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. დღესვე, უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ მიხაილ ფრადკოვის განცხადება მისი და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ. ეს ზომა სამი თვით უსწრებს წინ რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელთაც მომავალი წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებიც მოჰყვება.
XS
SM
MD
LG