Accessibility links

logo-print

საქართველოს პროკურატურამ გორში რამდენიმე მაღალჩინოსანი


საქართველოს პროკურატურამ გორში რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა,

საქართველოს პროკურატურამ გორში რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა,
მათ შორის არიან გორის რაიონის გამგებელი ვასილ მახარაშვილი და მისი მოადგილე. დაკავების სავარაუდო მოტივად მიჩნეულია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და სხვა დარღვევები. მაღალჩინოსანთა დაკავებას გორში ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. პოლიციელებმა ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, პარლამენტარი თეო ტლაშაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი მიეხილ ქარელი. შეხლა-შემოხლის დროს ისმოდა შეძახილები "გაუმარჯოს ირაკლი ოქროუაშვილს!". დაკავებული პირები ოქრუაშვილის (თავდაცვის ყოფილი მინისტრის) "გუნდის" წევრებად ითვლებიან. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში მიხეილ ქარელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
XS
SM
MD
LG