Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გვიან ღამით


აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გვიან ღამით (თბილისის დროით გათენების 5 საათზე) სიტყვით გამოვა.

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გვიან ღამით (თბილისის დროით გათენების 5 საათზე) სიტყვით გამოვა.
ჯორჯ ბუში ისაუბრებს სტრატეგიის შესახებ ერაყში. 2 დღის წინ ამერიკის ჯარების სადალმა ერაყში, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა სპეციალური ანგარიში წარადგინა კონგრესის წინაშე და აღნიშნა, რომ მომავალ ზაფხულამდე ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი ერაყში დაახლოებით 30 ათასით შემცირდება. მოელიან, რომ ჯორჯ ბუში ამ გეგმისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. ოპოზიციონერი დემოკრატების უდიდესი ნაწილი გეგმას არ ეთანხმება მაშინ, როცა ბუშის მომხრე რესპუბლიკელები მხარს უჭერენ მას. ერაყის სახელმწიფო უშიშროების უწყების მრჩეველი, მოვაფაყ ალ-რუბაი ამბობს, რომ შესაძლოა 2008 წლის ბოლომდე უცხოეთის არმიის კონტიგენტი დაახლოებით 100 ათასამდე შემცირდეს, თუკი ერაყის ადგილობრივი ძალები სათანადოდ მოემზადებიან და ქვეყანაში საფრთხეც შემცირდება. მისი ინფორმაციით, 2008 წლის შუა პერიოდში დასრულდება ერაყის ყველა სამხედრო შენაერთის წვრთნა და აღჭურვა.
XS
SM
MD
LG