Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ზუბკოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა


ვიქტორ ზუბკოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყველასათვის მოულოდნელად დაასახელა

ვიქტორ ზუბკოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყველასათვის მოულოდნელად დაასახელა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, არ გამორიცხავს მონაწილეობის მიღებას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიქტორ ზუბკოვის განცხადებით, ის შესაძლებლად მიიჩნევს საარჩევნო მარათონში ჩაბმას "თუკი პრემიერ-მინისტრის რანგში რაღაცის მიღწევას შეძლებს". ვლადიმირ პუტინმა ვიქტორ ზუბკოვის კანდიდატურა 12 სექტემბერს დაასახელა, მალევე მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ მიხაილ ფრადკოვის განცხადება გადადგომის შესახებ და შესაბამისად – დაითხოვა მთავრობის მთელი შემადგენლობა. 13 სექტემბერს ვიქტორ ზუბკოვი რუსეთის პარლამენტში ფრაქციების წინაშე წარსდგა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობს:(ზუბკოვის ხმა) "მთავრობის დღევანდელი სტრუქტურა, ჩემი აზრით, სრულყოფილი არ არის. ადმინისტრაციული რეფორმა, კაცმა რომ თქვას, არცთუ ეფექტიანად განხორციელდა. ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გატარება. და, ცხადია, ყურადღებით შევისწავლით საკადრო საკითხსაც."
როგორც მოსალოდნელია, რუსეთის დუმა ვიქტორ ზუბკოვს პრემიერ-მინისტრად პარასკევს, 14 სექტემბერს, დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG