Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადებით, შესაძლებელი იქნება, რომ ამერიკამ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადებით, შესაძლებელი იქნება, რომ ამერიკამ
2008 წლის განმავლობაში ერაყიდან რამდენიმე ათეული ათასით მეტი ჯარისკაცი გამოიყვანოს. გეიტსი მიიჩნევს, რომ ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 170 ათასს შეადგენს, 2009 წლის იანვრისთვის შესაძლოა 100 ათასამდეც კი შემცირდეს. თუმცა, თავდაცვის მინისტრის აზრით, ეს დამოკიდებული იქნება ამერიკის მისიის წარმატებაზე ერაყში. მანამდე, 13 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის ერაყიდან 30 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG