Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიკალი შიიტების პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც


რადიკალი შიიტების პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის მომხრეა,

რადიკალი შიიტების პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის მომხრეა,
განცხადება გააკეთა შიიტების ბლოკის დატოვების შესახებ. სწორედ ამ ბლოკის სათვალავზეა ადგილების უმეტესობა ერაყის მთავრობაში. შიიტთა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებენ ფაქტს, რომ გაერთიანებული ერაყის ალიანსი მათთან აღარ მართავს კონსულტაციებს ძირეული პოლიტიკური საკითხების გარშემო. მოყტადა ალ-სადრის მომხრეთა ეს ნაბიჯი მორიგი დარტყმაა ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიკის მთავრობისთვის, რომელიც ისედაც პარალიზებული იყო უთანხმოებებისა და დაპირისპირებების გამო. არასაკმარისი პოლიტიკური პროგრესისთვის მალიკი ვაშინგტონმაც გააკრიტიკა.
XS
SM
MD
LG