Accessibility links

ირანმა განაცხადა დღეს, რომ საფრანგეთის


ირანმა განაცხადა დღეს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა .

ირანმა განაცხადა დღეს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა .
მინისტრის გაფრთხილება, რომ მსოფლიო უნდა ემზადოს ირანთან ომისთვის, საფრანგეთის მიმართ ნდობას ვნებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაალი ჰოსეინიმ თქვა, რომ ასეთი სიტყვების გამოყენება დაძაბულობას ქმის და საფრანგეთის კულტურის ისტორიასა და ცივილიზაციას ეწინააღმდეგება.
მისი ნათქვამი მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის გუშინდელ კომენტარს, რომ ირანთან ომისთვის უნდა ემზადოს სამყარო ირანის ბირთვული კრიზისთან დაკავშირებით. დღესვე გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს თავმჯდომარემ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ძალა შეიძლება მხოლოდ მაშინ იქნეს გამოყენებული, როცა სხვა საშუალებები ამოწურულია.
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული კრიზისის მოგვარებისას მას კვლავაც გადაწყვეტილი აქვს დიპლომატია მოიხმაროს.
XS
SM
MD
LG