Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობა აპირებს, შეამოწმოს ერაყში


ერაყის მთავრობა აპირებს, შეამოწმოს ერაყში მოქმედი ყველა ადგილობრივი და უცხოური ფირმა,

ერაყის მთავრობა აპირებს, შეამოწმოს ერაყში მოქმედი ყველა ადგილობრივი და უცხოური ფირმა,
დაკავებული უსაფრთხოების უზრუნველყოფით. მათი შემოწმება გადაწყდა ბაღდადში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც ამერიკული კერძო ფირმა იყო გახვეული. ამ ფირმის, "ბლეკუოტერის", მცველებს 8 ერაყელი სამოქალაქო პირის მოკვლის ბრალდებას უყენებენ. როგორც ერაყელი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, კვირას ბაღდადში აფეთქებას მოჰყვა ცეცხლის გახსნა მცველების მიერ, რომლებიც ამერიკელების დიპლომატიური ბადრაგის დაცვაზე ზრუნავდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის დაჰპირდა, რომ ამერიკის მხარე ერაყის მთავრობას გააცნობს ინციდენტის გამოძიების შედეგებს.
XS
SM
MD
LG