Accessibility links

logo-print

რუსეთი შეშფოთებულია ცნობით, რომ ზოგი


რუსეთი შეშფოთებულია ცნობით, რომ ზოგი ქვეყანა სერიოზულად ფიქრობს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე.

რუსეთი შეშფოთებულია ცნობით, რომ ზოგი ქვეყანა სერიოზულად ფიქრობს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე.
ეს შეშფოთება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა მოსკოვში, ფრანგ კოლეგა ბერნარ კუშნერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. კუშნერმა კვირას განაცხადა, რომ მსოფლიოს მოუწევს მზადება ირანთან შესაძლო ომისთვის მისი ბირთვული პროგრამის გამო, თუ დიპლომატიური ძალისხმევა ამაო გამოდგა. დღესვე სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის ან აშშ-ის მიერ სანქციების მიღების იდეა: [ლავროვის ხმა] “თუ ვთახმდებით კოლექტიურად მუშაობაზე და ეს შეთანხმება ხორციელდება უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებით, რომლებიც კონსენსუსს ეფუძნება, მაშ რა მიზნებს ისახავს ცალმხრივი წესით სანქციების შემოღება? და ამ ფონზე, ჩვენ რასაკვირველია განსაკუთრებით გვაშფოთებს გახშირებული ცნობები იმის შესახებ, რომ სერიოზულად ფიქრობენ ირანის წინააღმდეგ საომარ აქციაზე”. იუწყებიან აგრეთვე, რომ განცხადება ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აქციაზე გააკრიტიკა ჩინეთმაც.
XS
SM
MD
LG