Accessibility links

logo-print

ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ჟურნალისტ


ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ჟურნალისტ ფარნაზ აზიმას ირანიდან გამგზავრების საშუალება მისცეს

ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ჟურნალისტ ფარნაზ აზიმას ირანიდან გამგზავრების საშუალება მისცეს
რვათვიანი ფაქტობრივი პატიმრობის შემდეგ. რადიო "ფარდას" კორესპონდენტ აზიმას, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ირანისა და აშშ-ის - პასპორტი ჩამოართვეს 25 იანვარს, როცა ირანში ავადმყოფი დედის სანახვად იყო ჩასული. მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ საქმიანობისა და ირანის სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების ბრალდებები წაუყენეს. "რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების" პრეზიდენტი ჯეფ გედმინი მიესალმა ცნობას აზიმას ირანიდან გამგზავრების შესახებ. თუმცა, იქვე პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ირანში აზიმასთვის წაყენებული ბრალდებების გამო: ეს ბრალდებები ძალაში რჩება.
XS
SM
MD
LG