Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ჟურნალისტი


ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ჟურნალისტი ფარნაზ აზიმა აშშ-ში ჩაფრინდა

ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ჟურნალისტი ფარნაზ აზიმა აშშ-ში ჩაფრინდა
მას შემდეგ, რაც ირანში თითქმის რვა თვე დაჰყო ფაქტობრივ პატიმრობაში. ვაშინგტონში მას ოჯახის წევრები, აგრეთვე ჩვენი რადიოს პრეზიდენტი ჯეფ გედმინი დახვდნენ. აზიმა ირანში ავადმყოფი დედის სანახავად იყო ჩასული, როცა მას 25 იანვარს პასპორტი ჩამოართვეს. მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისა და ირანის სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების ბრალდებები წაუყენეს. ფარნაზ აზიმას ორმაგი მოქალაქეობა აქვს: ირანისა და აშშ-ის.
XS
SM
MD
LG