Accessibility links

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ისრაელს მოუწოდა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ისრაელს მოუწოდა,
გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება ღაზის სექტორის “მტრულ ერთეულად” გამოცხადების შესახებ. გაეროს ლიდერის თქმით, ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებას სამოქალაქო პირებთან მიმართებით. ისრაელის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ზომა შესაძლებელს ხდის მთავრობის მიერ ღაზის სექტორისთვის საწვავისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას. ჯერ არ არის ცნობილი, როდის შემოღიებენ სანქციებს ღაზის სექტორის წინააღმდეგ, რომელსაც ისლამისტური გასამხედროებული ორგანიზაცია "ჰამასი" აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG