Accessibility links

logo-print

ლიბანში დღეს გლოვაა გამოცხადებული ცნობილი


ლიბანში დღეს გლოვაა გამოცხადებული ცნობილი ანტი-სირიელი პოლიტიკური მოღვაწის

ლიბანში დღეს გლოვაა გამოცხადებული ცნობილი ანტი-სირიელი პოლიტიკური მოღვაწის
ანტუან ღანემის დაღუპვის გამო. ლიბანის პარლამენტის წევრი 19 სექტემბერს ავტომანქანის აფეთქების შდეგად მოკლეს ბეირუთის ქრისტიანულ კვარტალში. დღეს ლიბანში მუშაობა შეწყვიტა სკოლებმა, სამთავრობო დაწესებულებებმა და ბანკებმა. ღანემი მეშვიდე პოლიტიკოსია, ყოფილი პრემიერ-მინისტრს რაფიკ ჰარირის შემდეგ, რომელიც 2005 წლის შემდეგ დაწყებულ პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ერთი კვირის შემდეგ ლიბანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი, მაჰმუდ ლაჰუდი, რომელიც ღიად უჭერს მხარს სირიას, - პოსტს ტოვებს.
XS
SM
MD
LG