Accessibility links

logo-print

შეიარაღებული ანგარიშსწორება დაავალა პრეზიდენტმა მიხეილ


შეიარაღებული ანგარიშსწორება დაავალა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა

შეიარაღებული ანგარიშსწორება დაავალა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
ძალოვან სტრუქტურებს ზემო აფხაზეთში გუშინ მომხდარი ინციდენტის მსგავს შემთხვევებში . 21 სექტემბერს, ქუთაისში გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე სააკაშვილმა მომხდარი ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და უმკაცრესი საპასუხო ზომებით დაემუქრა სეპარატისტებს. ხუთშაბათს ზემო აფხაზეთში განხორციელებული სპეცოპერაციისას შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, მოკლულია ორი, დაჭრილია ამდენივე და დაკავებულია შვიდი ადამიანი. მისივე თქმით, დაკავებული დივერსანტები იზოლატორში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა დაკავებულთა ვინაობა.
XS
SM
MD
LG