Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტექნოლოგიურ


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს ხელს ვერ შეუშლის მუქარა

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს ხელს ვერ შეუშლის მუქარა
და ეკონომიკური სანქციები. მაჰმუდ აჰმადინეჟადის ეს განცხადება გამოძახილია მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების მიერ წარმოებული მოლაპარაკებებისა, რომელიც ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ისახავს მიზნად. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების მე-3 რაუნდი უკავშირდება ირანის უარს შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროცესი. მაჰმუდ აჰმადინეჟადი სიტყვით გამოვიდა ფართომასშტაბიან სამხედრო აღლუმზე, რომელიც დღეს თეირანის გარეუბანში გაიმართა. აღლუმი ირანისა და ერაყის ომის დაწყების 27-ე წლისთავს ეძღვნებოდა. ქვეყნებს შორის ომი 1980 წელს დაიწყო და 1988 წლამდე გრძელდებოდა. ირანის პრეზიდენტი მოუწოდებს აშშ-ს გამოიყვანოს ჯარი ერაყიდან, რადგანაც, მისი აზრით, ერაყში უსაფრთხოების პრობლემებისა და უთანხმოების მთავარი მიზეზი გარეშე შეირაღებული ძალებია.
XS
SM
MD
LG