Accessibility links

logo-print

ბუდისტი ბერები, რომლებიც მიანმარში (ყოფილ


ბუდისტი ბერები, რომლებიც მიანმარში (ყოფილ ბირმაში) საპროტესტო აქციებს მართავენ, პოლიციის წინააღმდეგობას

ბუდისტი ბერები, რომლებიც მიანმარში (ყოფილ ბირმაში) საპროტესტო აქციებს მართავენ, პოლიციის წინააღმდეგობას
წააწყდნენ. დედაქალაქში მათ საშუალება არ მისცეს მიახლოვებოდნენ სახლს, სადაც შინაპატიმრობაში იმყოფება ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩჟი. შაბათს ბერებს ამის საშუალება მიეცათ. მეტიც, მათ მოახერხეს დაპატიმრებულ ოპოზიციონერთან ერთად ელოცათ. მიანმარში გამართულ საპროტესტო აქციებში დღეს მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა. ისინი ქვეყანაში სამხედრო რეჟიმის ბატონობას უკვე დაახლოებით ერთი თვეა აპროტესტებენ. ბუდისტი ბერები მიანმარელების საპროტესტო აქციებს ერთი კვირის წინ შეუერთდნენ.
XS
SM
MD
LG